LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზით დამწვრობის შემთხვევებმა 10% -ით მოიმატა” – გუგა ქაშიბაძე სწორად გარუჯვის წესებზე

67
7878

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში დამწვრობით მისულ რამდენიმე პაციენტს მკურნალობა სტაციონარში დასჭირდა.

ქაშიბაძის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მზით დამწვრობის შემთხვევები 10%-ითაა მომატებული.

“მზით დამწვრობა ბოლო წლებთან შედარებით მომატებულია სადღაც 10%-ით. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, დაახლოებით 200-მა მიიღო სერვისი, აქედან გარკვეულ რაოდენობას დაჭირდა სტაციონარული მკურნალობა”, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

“11-17 საათამდე მოვერიდოთ მზეზე ხანგრძლივად დაყოვნებას და რუჯის მიღებისას აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები”,- განაცხადა ექიმმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g