LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მიქელაძე: „გიზიარებთ ამაღელვებელ მესიჯს 13 წლის მოზარდისგან…“

572
temurmiqeladzenews345

ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე აქვეყნებს 13 წლის მოზარდისგან მიღებულ შეტყობინებას. ის სთხოვს ექიმს, რომ მასაც მისცენ „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა:

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან, რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ   ❤️❤️❤️ (13 წლის მოზარდი):

„გამარჯობა, ბატონო თემურ, მე ვარ  ბავშვი, რომელიც  აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.

დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ „ფაიზერით“ ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის… თქვენი დიდი იმედი მაქვს, პატივისცემით, მადლობა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები