დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არის აცრა და პირბადის ინტენსიური ტარება.
კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული.
განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს – ამირან გამყრელიძის განმარტება
მან ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.
„ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ადამიანები, როცა სადმე არიან, ჩემთვის სულერთია სად არიან. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, აქციაზეა, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგან არის ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს?! ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“, – განაცხადა იმნაძემ.