LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა – კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება: კობახიძე

50
ირაკლი-კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა – კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება.

მისი აზრით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან.

„ამას წინასწარი კვლევები აჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუკი ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით ასეთი იქნება  – 70-30.

სააკაშვილმა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ აქვს ერთადერთი მარტივი მიზანი – ეჭვიანობს მელიაზე და უნდა ბოლომდე გააფუჭოს. გამომდინარე აქედან, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა, საზოგადოების განწყობა კახა კალაძის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რეგიონში მერობის ყველა კანდიდატის წარდგენას, კობახიძის თქმით, პარტია მათ მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში.

„რაც შეეხება სიებს, მისი წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

magti 5g