LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა

72
ფფფ

ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ  „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34,600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27,680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.

პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამწურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა და მის ფარგლებში, უკვე 30-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. სახელმწიფო თანადაფინანსება – 3.7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია – 5.5 მლნ ლარი.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g