LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება კატასტროფა: როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაოს” – ტურიზმის სექტორი

260
tvitmfrinavi-dajdoma-04395

რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენას ტურიზმის სექტორი ეხმაურება. „ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება კატასტროფა.

„უკვე წლებია ვიხვეწებით, რომ ნუ ხარჯავენ ფულს რუსეთზე და ნუ კიდებენ ქართულ ბაზარს რუსულზე. გვიხაროდა კიდეც რუსეთმა რომ ჩაკეტა საზღვრები, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ზოგიერთებისთვის ცივი წყალის გადასხმა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაონ“, – განუცხადა ვატო ასათაშვილმა bm.ge-ს.

მისივე განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ პანდემიას და იმ ეპიდვითარებას, რაც დღეს რუსეთს აქვს, ეს იქნება დამანგრეველი. „საკითხის მეორე ნაწილი არის პოლიტიკური ვითარება. არ მგონია სწორი, რომ როცა რუსეთს „გაუსწორდება“ ჩაგვიკეტავს ბაზარს და როცა უნდა გაგვიხსნის“, – აღნიშნა ვატო ასათაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას. როგორც „ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი განმარტავს, რუსული ბაზარი არის დაბალ გადამხდელუნარიანი და საბოლოო ჯამში, ტურიზმისთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვს.

შეგახსენებთ, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, ინფორმაციას კი რუსული სააგენტო TASS ავრცელებს. „მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის (20 ივნისი) შემდეგ შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g