LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეადარეთ: რა ღირს საწვავი საქართველოში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში

282
screenshot-www-facebook-com-2021-04-10-17-02-46

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე, A-98  მარკის ბენზინი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, იტალიასა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

28 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,02  ევროს, დიზელის საწვავი – 1,57 ევროს; იტალიაში  A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს -1,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,37 ევროს, დიზელის საწვავი – 1,55  ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს -1,74 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,78  ევროს, დიზელის საწვავი – 1,54 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი – 0,53 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,57 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – 0,65 ევრო, დიზელის საწვავი – 0,57 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ: სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  – 0,80 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი 0,81 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,85 ევროს , დიზელის საწვავი – 0,77 ევროს. აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი -0,50 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,70 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,78 ევროს; დიზელის საწვავი – 0,40 ევროს. უკრაინაში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,92 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,95 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 1,01 ევროს, დიზელის საწვავი – 0,90 ევროს. თურქეთში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,77 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,83 ევროს, დიზელის საწვავი – 0,72 ევროს. მოლდოვაში – A-92 მარკის  ბენზინი  – 0,94 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,96  ევროს, დიზელის საწვავი – 0,78 ევროს.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის  ბენზინი – 0,80 ევროს ,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,84  ევროს , A-98 მარკის  ბენზინი – 0,86 ევროს ; დიზელის საწვავი – 0,80 ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g