LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონთან ჩემი თხოვნა იყო, გაკეთდეს უფრო რადიკალური განცხადებები ევროპული დედაქალაქებიდან: დოლიძე

68
1

“ვიოლა ფონ კრამონთან ჩემი თხოვნა იყო, რომ გაკეთდეს უფრო რადიკალური განცხადებები ევროპული დედაქალაქებიდან. აქ პრეზიდენტი მიშელი იყო ჩამოსული და მიუხედავად მისი მეორე პერსონალური ჩამოსვლისა, მაინც გადაიდგა ეს ნაბიჯი, რასაც აუცილებლად სჭირდება უფრო მკაცრი რეაქცია ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან”, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ევროპარლამენტართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დოლიძე “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან რადიკალური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ევროპული კურსიდან გადახვევას მიანიშნებდეს:

“აღსანიშნავია, რომ ვიოლა ფონ კრამონს უკვე დაგეგმილი ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლა საპარლამენტო დიალოგისთვის. თუმცა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გადადგა უსერიოზულესი და ძალიან რადიკალური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ანიშნებდეს ევროპული კურსიდან გადახვევას, ბევრად უფრო მეტი იყოს ვიდრე უბრალოდ ერთი შეთანხმებიდან გასვლა.შესაბამისად, საუბარი გვქონდა ამ ნაბიჯის მნიშვნელობაზე. რას ნიშნავს, დღევანდელ კონტექსტში, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა “ქართული ოცნების” მიერ, რა შეიძლება გაკეთდეს ადგილზე და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ როგორმე დავაბრუნოთ დღის წესრიგში იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩადებული იყო მიშელის შეთანხმებაში.

კონკრეტულად ჩემი კითხვა იყო ასეთი – ცალკე უნდა განვიხილოთ შეთანხმებიდან გამოსვლა, როგორც ერთი ტაქტიკური ნაბიჯი, ირაკლი კობახიძის ტვინში მოხარშული, თუ უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში, როგორც გადახვევა ევროპული კურსიდან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას წინ უძღოდა ევროპული რეკომენდაციების მიუხედავად მოსამართლეების დანიშვნა და წინ უძღოდა, 5-6 ივლისი. ამ ყველაფერს თუ ხელში ავიღებთ, ეს ბევრად უფრო სერიოზული ნაბიჯია, ვიდრე ერთი შეთანხმებიდან გასვლა. ჩემი თხოვნა იყო, რომ გაკეთდეს უფრო რადიკალური განცხადებები ევროპული დედაქალაქებიდან. აქ პრეზიდენტი მიშელი იყო ჩამოსული და მიუხედავად მისი მეორე პერსონალური ჩამოსვლისა, მაინც გადაიდგა ეს ნაბიჯი, რასაც აუცილებლად სჭირდება უფრო მკაცრი რეაქცია ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან”, – თქვა დოლიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g