LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკების შანსი ყოველთვის არის და უნდა იყოს: გია ვოლსკი

41
B9600864-A476-4FC2-B940-C186EA3EF4C5-w1200-r1

არის თუ არა შანსი მმართველი გუნდი დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს თუ მას ხელს ის ოპოზიციური პარტიები მოაწერენ, რომლებიც აქამდე არ აწერდნენ – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკი ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოლაპარაკების შანსი ყოველთვის არის და უნდა იყოს.

ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის ოპოზიციაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის სურვილს ვერ ხედავს.

“ვატყობთ, რომ ჩვენი ოპონენტები არანაირად არ არიან მოწოდებული სტაბილურობის რაღაც გარემო მაინც შექმნან. თუნდაც მოვილაპარაკოთ იმ საკითხზე, რასაც საარჩევნო კოდექსი ჰქვია. განხილვას არ დაესწრნენ და ხშირ შემთხვევაში საბოტაჟის რეჟიმში არიან.

საერთოდ იგნორირებული მიშელის დოკუმენტი ახლა რატომ გაახსენდათ, მე ვერ გეტყვით. ნებისმიერ იმ საკითხზე, რაზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, მიმდინარეობს მუშაობა. არის თემები, რომელსაც გაგრძელება და პარტიებს შორის კონსულტაციები სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს მოაწერს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის – ეს მათთვის არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალებაა, ხან ხელს აწერენ, ხან ხელს არ აწერენ.

მთავარი ეგ თემა არ არის, მთავარია საკითხი – მაგალითად, საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფორმა, რაშიც არათუ მონაწილეობას არ იღებენ, ამ თემების გამოყენება დესტაბილიზაციისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ასე რომ, ხელმოწერით ან ხელის მოწერის გარეშე არ შეიცვლება პოლიტიკური ძალის არსი – ესენი არიან დესტრუქციული, დესტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მიზნით და არაერთ საკითხს იყენებენ უზნეოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g