გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური წერს.
მერკელმა ორ ქვეყანას შორის დილოგის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
მანამდე ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა.
ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელი ლიდერების ნაწილს ამ დრომდე არ მიულოცავთ. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ამომრჩევლების აქტივობა 67% იყო.