LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოც. დაუცველებს საკვებად 1. 16 ლარი აქვთ გამოყოფილი, მერიის თანამშრომლებს კი 6-ჯერ მეტი”

151

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელზე სადილის პაკეტის ღირებულება 7 ლარია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს სადილის მინიმალური ღირებულებაა.

ხაბეიშვილი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ სოციალურად დაუცველებს საკვებად 1 ლარი და 16 თეთრი აქვთ გამოყოფილი მთელი დღის განმავლობაში. მერიის თანამშრომლებს კი 6-ჯერ მეტი – მხოლოდ სადილზე.

“სოციალურად დაუცველების საკვებად 1 ლარი და 16 თეთრია საკმარისიო და სათავისოდ 7 ლარიანი მენიუ “შეუკვეთეს”. იქვე განმარტეს, რომ 7 ლარი არის მინიმალური სტანდარტი ყოველდღიური კვებისთვის.

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველისთვის მთელი დღის განმავლობაში 1 ლარი და 16 თეთრია საკმარისიო და ჩვენთის სამსახურში , რომ წავიხემსოთ ამისთვის მინიმუმ 7 ლარიო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისში ყოველდღიურად 7 000 ადამიანი შიმშილობს – როგორ მოგვარდება პრობლემა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g