LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს: თამარ გაბუნია

98
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახლა პიკის ფაზაში ვიმყოფებით და პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს.

მისი თქმით, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1,3-1,4%-ის ფარგლებში ინარჩუნებს. ამასთან, გაბუნიას თქმით, სამინისტროს სცენარი და პროგნოზი ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება.

აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! – ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის – იყოს

„ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე პანდემიასთან მიმართებაში შემიძლია გაგიზიაროთ,“ – განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების კუთხით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

„რა თქმა უნდა, რაოდენობა რჩება, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკაც და შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ, ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც ჩვენ დავამატეთ ბავშვებისთვის ამ ეტაპზე, დატვირთული არ არის“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

“ვმუშაობთ ალტერნატიულ გეგმაზეც” – აპირებს თუ არა სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g