LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და იმ საშუამავლო პროცესის აღიარებაა, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით განხორციელდა: დავით ზალკალიანი

35
დავით ზალკალიანი

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც იმედოვნებს, რომ „საქართველოს მხარდაჭერით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება რეგიონული თანამშრომლობისთვის“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმიანება.

მისი თქმით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და იმ საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით განხორციელდა.

მისივე განმარტებით, „მომავალშიც მზად იქნებიან, რომ ეს ფუნქცია აიღონ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელმწიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელმწიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები“.

“ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, რა თქმა უნდა ეს არის ასევე საქართველოს რეგიონალური როლის აღიარებაც.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ თბილის გახდეს პლატფორმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული როგორც აშშ, ისე საქართველო და ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი, რომ ჩვენც მომავალში ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g