უკვე ერთ წელზე მეტია კიანუ რივზი ბერლინში გადასახლდა. ის ჯერ „მატრიცაში“ გადაიღეს, ახლა კი „ჯონ უიკის“ მე-4 ნაწილში იღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, 57 წლის მსახიობი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ექცევა, რასაც ვერ ვიტყვით მის გულისწორზე, ალექსანდრა გრანტზე, უკვე დიდი ხანია წყვილი ერთად არ გამოჩენილა.
ფოტო: კიანუ რივზი კვლავ შეყვარებულია – მსახიობი და ალექსანდრა გრანტი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს
ფოტო: კიანუ რივზი „ჯონ უიკის“ გადასაღებ მოედანზე შეყვარებულის თმის სამაგრით გამოჩნდა
სულ ცოტა ხნის წინ, ძველებურად მიმზიდველი რივზი ბერლინის ქუჩებში გადაიღეს. ის მანქანაში ჯდებოდა. წვიმიან ამინდში კიანუ სულ დასველდა, სახეზე ჩამოშლილი სველი შავი თმა მის მიმზიდველობას ერთიორად ამძაფრებდა.
ცნობისთვის, ახლახან რივზმა გამოცემა Men’s Journal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმ განსაკუთრებული დიეტის შესახებ ისაუბრა, რომლის დაცვაც „ჯონ უიკის“ როლის შესრულებისთვის ჭირდება.
„მე ძლიერი ფიზიკური დატვირთვა მიწევს და ღამღამობით სტეიკსაც გეახლებით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, ჩემი საკვები ნატრიუმის დაბალი შემცველობით უნდა იყოს“, – აცხადებს მსახიობი.