LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

35316
giorgifxakadzenews435

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კორონავირუსთან დაკავშირებით და წერს, რომ ამგვარად პასუხობს უამრავ კითხვას, რომელიც პირადად მისდის.

გიორგი ფხაკაძე:

„ყოველდღე 1000-ობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

✅ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:

?ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) – საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

? ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე  – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

? ამავე ვაქცინის პირველი ინიექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ, უფრო საშიშია❗️

✅დასკვნა:

? მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგი, 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება ❗️

?მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგი, 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება ❗️

✅ყველა დანარჩენისთვის ფაიზერი უსაფრთხოა.

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ, არავინ არ კითხულობს მაინც)“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g