LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა დღესაც გრძელდება

208
თბილსერვისი

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა გრძელდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს დილიდან “თბილსევის ჯგუფის” შენობასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

“ხელზე ასაღები გვაქვს 1250 ლარი და 760 ლარს ვიღებ. დანარჩენი თანხა სად მიდის? რატომ არ მოდის თბილისის მერი კახა კალაძე? “

„ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასის გაზრდა, ტექნიკის და გრაფიკის გაუმჯობესება. ხელზე ასაღები გვაქვს 1250 ლარი და 760 ლარს ვიღებ. დანარჩენი თანხა სად მიდის? რატომ არ მოდის თბილისის მერი კახა კალაძე? ხომ უნდა მოვიდეს დაგველაპარაკოს, გაითვალისწინოს ჩვენი შრომა. რატომ არ გვაფასებენ?! მოგვცენ ის ხელფასი, რაც გვაქვს ან გაგვიზარდონ” , – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.კახა

კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g