LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა, ეს მისი არჩევანია და არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა – დოკუმენტი შედგა: ზურაბიშვილი

61
სალომე ზურაბიშვილი

„ის, რომ ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა, ეს მისი არჩევანია და არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა – დოკუმენტი შედგა“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, „ჩვენ უნდა წავიდეთ დეპოლარიზაციისკენ, ვისწავლოთ როგორ შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ ზოგ საკითხებზე, სხვადასხვა პოზიციებია და ზოგჯერ ამ პოზიციებს შორის უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც საერთო კონსესუსის მიღწევა“.

„მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, წინა წელს იყო 8 მარტის შეთანხმება და რეალურად გაგრძელდა კრიზისი, ამ წლის დასაწყისში რეალურად გამოსული ვიყავით კრიზისიდან, კარგად მახსოვს რომ იანვარში ვიყავი ბრიუსელში სადაც შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელობასთან და იქ საქართველოს მიმართ კრიზისზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირიქით, საუბარი იყო ახალ გეგმებსა და ჩვენს წინსვლაზე. შემდეგ მოხდა რაც მოხდა და ისევ ჩავებით გაუთავებელ კრიზისში. იმ დოკუმენტში (მიშელის დოკუმენტი) ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე ოღონდ გარედან და არა მოლაპარაკებებში. დოკუმენტში რა შედიოდა და რა არ შედიოდა ეს ჩემი საქმე არ იყო. მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ის, რომ ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა ეს არის მისი არჩევანი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა. ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა. ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაცა აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომელიც ნიშნავს რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახლა ეტაპზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g