LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია, პროცესს აკლია მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია: კელი დეგნანი

71
დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია, პროცესს აკლია მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას.

„მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები. მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, გახლავთ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები