საქართველოში კორონავირუსის 5 997 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2713 პირი გამოჯანმრთელდა.
გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა – 2 600 დაინფიცირებული, თბილისში დაფიქსირდა.
აჭარაში კი 678 შემთხვევა დაფიქსირდა.