53 წლის ჯულია რობერტსი მეუღლესთან, 52 წლის დენიელ მოდერთან და 3 შვილთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემართა. მათ 45 მილიონი დოლარად შეფასებული უზარმაზარი იახტა იქირავეს და პოზიტანოს სანაპიროზე გაეშურნენ. პაპარაცებმა ვარსკვლავური ოჯახი მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი გემბანზე იყვნენ გამოსულები და ზღვის ხედით ტკბებოდნენ.
ერთ-ერთ ფოტოში „ლამაზმანი“ რჩეულს ვნებიანად კოცნის. ჯულიას ღია იისფერი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა და შეუდარებელ ფორმაში იყო.