LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

80
unnamed (1)

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, 59 წლის ვახტანტ სონღულიას სახლში 23 ვაზნა და ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

ე.წ. უშიშრობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ სონღულია აფხაზეთში ომის დროს, 1992-1993 წლებში გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში იყო გალის მილიციის თანამშრომელი და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა“, – აღნიშნულია ე.წ. უშიშროების სამსახურის ვებგვერდზე.

მისი საქმე ტყვარჩელის ე.წ. პროკურატურას გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები