LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალა: სემეკი

111
1-10-750x430

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია“ „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა. კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.

სემეკი მოუწოდებს სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე – 16 216“, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g