LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა: “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები

65
თბილსერვის ჯგუფი

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, – ამის შესახებ განცხადება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.

„ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს. სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ; არც ტელევიზიაში პრანჭვის და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენის და შეურაცხყოფის ხარჯზე“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა.

პავლე ბედოიძე განმარტავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ.

„ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენ ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, – განაცხადა პავლე ბედოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g