კოსტა-რიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პირველადი შედეგებით, ხმების 60%-ით მმართველი პარტიის კანდიდატი, კარლოს ალვარადო კესადა, იმარჯვებს. ამის შესახებ BBC წერს.
საარჩევნო უბნების 90,62% უკვე დათვლილია, ამიტომ ეს შედეგები დიდად არ შეიცვლება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ 66,91% შეადგინა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 8 მაისს გაიმართება.
კარლოს ალვარადო 38 წლისაა. ის ყოფილი შრომის მინისტრია, ასევე, ყოფილი ჟურნალისტი, რომანისტი და როკ მომღერალი.