თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების დღიდან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შედეგად, 2021 წლის 19 აგვისტოს მონაცემებით:
- თსსუ-ის აკადემიური პერსონალი – ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
- თსსუ-ის მოწვეული მასწავლებლები – ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
- თსსუ-ის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი – ვაქცინირებულია 90%-ზე მეტი;
- თსსუ-ის საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტები – ვაქცინირებულია 80%-ზე მეტი.
ვაქცინაცია გრძელდება…
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – უსაფრთხო უნივერსიტეტი.