“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, რაც არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია.
„არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია. ხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადების საკითხზე, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი დააყენა. მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.