LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე: რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს

53
ყტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში გატარებული თითოეული დღე მოქალაქეებისთვის მხოლოდ პრობლემების შემქმნელია.

კირკიტაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები და ამ გზით დაემშვიდობებიან “ქართულ ოცნებას”, მით მალე მოგვარდება ადამიანების პრობლემები.

„რაც მალე ჩატარდება არჩევნები, რაც მალე, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დავემშვიდობებით „ქართულ ოცნებას“ და გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ღრმად გვწამს და მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული დღე, რასაც ისინი ატარებენ ხელისუფლებაში, არის პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება მალე გვსურს, არჩევნების გზით ისინი გავუშვათ ოპოზიციაში და დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ უხვად მოუტანა და დაუგროვა ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, – კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუება“.

„თქვენ ხართ საარჩევნო ღონისძიებაზე, ჩვენ დაწყებული გვაქვს კამპანია და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ იმ პრობლემების გამო, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა მათ, მათ ოჯახებს, მთლიანად ქვეყანას, უნდა დავემშვიდობოთ ამ არჩევნებზე, და გარწმუნებთ, ეს ასე იქნება“, – გაანცხადა დავით კირკიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g