ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს გადასცდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” იღებს.