შვეიცარია და პუერტო-რიკო მოგზაურთათვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებად დასახელდა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგულარულად განახლებული სამოგზაურო რჩევების სიაზე დაყრდნობით ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადამიანები უნდა მოერიდონ მოგზურობას იმ ქვეყნებში, სადაც მითითებულია: „დონე 4, კოვიდ -19-ის მაღალი მაჩვენებელი“. ამასთან, ადამიანი, რომელიც მოგზაურობას გადაწყვეტს, სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს.
30 აგვისტოს შვიდი სამოგზაურო მიმართულება მე -3 დონიდან დონე 4-ზე გადავიდა.
მეოთხე დონის ქვეყნების რიცხვში უკვე არის:
-
აზერბაიჯანი.
-
ესტონეთი.
-
გუამი.
-
ჩრდილოეთ მაკედონია.
-
პუერტო რიკო.
-
სენტ-ლუსია.
-
შვეიცარია.
ცნობისთვის, მეოთხე დონეს მიეკუთვნებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 28 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მესამე დონის კატეგორია მიეკუთვნება იმ ტურისტულ მიმართულებებს, სადაც ბლო 28 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 100-დან 500-მდე შემთხვევა ჰქონდათ.