LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს იქნება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ამომრჩევლები ინფორმირებულები მისცემენ ხმას: კელი დეგნანი

53
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, სადაც ამომრჩევლები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა აქტიურად ისაუბრონ დაშინების, თავდასხმებისა და სოციალურ მედიაში შევიწროების წინააღმდეგ.

„ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე და ყველაფერს ვნახავთ 2 და 3 ოქტომბერს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საარჩევნო კამპანია, საარჩევნო გარემო ფოკუსირებული იქნება საკითხებზე, ამომრჩევლებისთვის ახსნაზე, თუ რას გააკეთებენ კანდიდატები მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

ასევე, ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ლიდერები აქტიურად და ცხადად ისაუბრებენ დაშინების, თავდასხმებისა და სოციალურ მედიაში შევიწროების წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ლიდერები უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კოვიდ შეზღუდვების შესაბამისად. ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩევლები ინფორმირებული მისცემენ ხმას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა დეგნანმა.

 

mazda magti 5g