LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება

67
ავღანეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რიკ ბრენანის განცხადებით, ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება, რადგან დასავლელ დონორებს, რომლებიც მათ აფინანსებენ, „თალიბანის“ ახალ მთავრობასთან ურთიერთობა  ეკრძალებათ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 2 300 სამედიცინო დაწესებულების დაახლოებით 90%-ს მიმდინარე კვირაში დახურვა მოუწევს.

„ჯანდაცვის დაწესებულებებში ოპერაციების დიდი ნაწილის დაპაუზება მოგვიწევს. ზოგიერთი შეფასებით, მათი დაახლოებით 90%-ი ფუნქციონირებას კვირის ბოლომდე შეწყვეტს და ეს დაკავშირებული იქნება ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთან“, – განაცხადა რიკ ბრენანმა.

ავღანეთი შიმშილის ზღვარზეა: გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი

როგორც მანვე აღნიშნა, ჯანმო დანაკლისის შევსებას 500 სამედიცინო ცენტრის მომარაგებით, აღჭურვითა და დაფინანსებით ცდილობს.

„სამედიცინო მარაგები იგზავნება ქალაქ მაზარ-ი-შარიფის გავლით და ჯანმო ასევე იკვლევს სახმელეთო ვარიანტებს, კერძოდ მარაგის მიწოდების შესაძლებლობას პაკისტანიდან სატვირთო მანქანების საშუალებით,“ – დასძინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ავღანეთის მთავრობას „თალიბანის“ პოლიტიკური ლიდერი – ბარადარი უხელმძღვანელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g