LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, როგორც ინვესტიციის, ასევე ვიზიტორთა მიმზიდველობის

49
9681d60257de9039f8e828a969a115c8-770x421

პორტუგალიაში მიმდინარე ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაზე, მედიასთან საქართველოს შესახებ ისაუბრა გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ეს არის პირველი კონფერენცია, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება დასწრებით. მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციას საქართველოს დელეგაცია ესწრება. ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის ნაწილში. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტურისტებმა შეძლონ ღვინის რეგიონების, მათ შორის კახეთის მონახულება”, – თქვა პოლოლიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. ორგანიზაციამ წელს გამოაცხადა აგროტურიზმის სტარტაპების კონკურსი (UNWTO Global Rural Tourism Startup Competition). კონკურსი მიზნად ისახავს აღმოაჩინოს სტარტაპერები და მეწარმეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ და გაზრდიან აგროტურიზმის წვლილს ტურიზმის განვითარებაში.

„ჩვენ 2021 წელი აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით გამოვაცხადეთ ძალიან აქტიურად და შემდეგი 3,4 წელი კონცეტრაციას მოვახდენთ აგრარული ტურიზმის განვითარებაზე. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, როგორც ინვესტიციის, ასევე ვიზიტორთა მიმზიდველობის. ჩვენი ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის პორტუგალიის გამოცდილება გამოვიყენოთ და და ხელი შევუწყოთ ღვინის და აგრო ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g