LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა: კალაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

49
კახა-კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ინტერნეტსივრცესა და მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა.

როგორც კალაძე აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერების დეტალებს არ იცნობს და მისი გაცნობის არც ინტერესი აქვს:

“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა. საარჩევნო რეჟიმში ვარ, ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე და ქალაქთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე.

არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი არ მაქვს გულწრფელად, რომ გითხრათ. ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს. ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, გამოწვევებზე და ასევე იმ განსახორციელებელ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში.” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

magti 5g