LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადებულია საქართველოში და წარმოებულია იტალიაში” – ქართული ბრენდის ფეხსაცმელები იტალიაში შეიკერება

219
ipiccy-image

„დაბადებულია საქართველოში და წარმოებულია იტალიაში” – ეს არის ახალი სლოგანი ფეხსაცმელების ქართული ბრენდის, CROSTY-ის, რომელმაც წარმოება საქართველოდან (ქუთაისი) იტალიაში გადაიტანა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, წარმოება იქნება ყოველთვის იტალიაში, ხოლო ოპერირება საქართველოდან მოხდება.

„თავიდანვე ვქმნიდით გლობალურ ბრენდს და ვიცოდით, რომ ასე მოგვიწევდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი მისიაა გავუწიოთ დიდ ბრენდებს კონკურენცია, გავხდეთ გლობალური ბრენდი და მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე,“ – განუცხადა მიქაიამ „ბიზნესპარტნიორს“.

მისივე განმარტებით, საქართველოში ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, სწორედ ამიტომ მიიღო CROSTY-მ წარმოების იტალიაში გადატანის გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g