LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარისხის პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია – ქართულ ჯარს „დელტა ტექსტილი“ აცმევს

79
Delta-vest-for-special-forces-(4)

„დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დელტა ტექსტილი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი. ყველაფერი იკერება აქ, ამ ფაბრიკაში. 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ქმნიან ამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ჩვენი საამაყო ჯარისთვის. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უცხოეთში შეკვეთები აღარ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მანამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და ზოგადად მოწოდების პრობლემა იყო და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. ამის გარდა, დაახლოებით 20-30% ის ეკონომიაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითღირებულებაში ვუკერავთ ამ ყველაფერს ჩვენს ჯარს და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „დელტა ტექსტილი” 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაფუძნდა. თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება. აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g