სომხეთმა აზერბაიჯანს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. სარჩელის მიხედვით სომხეთი აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს.
სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი სომხების რასობრივ დისკრიმინაციას ათწლეულების განმავლობაში ახდენდა, რაც არღვევს „საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის ხელმომწერები არიან როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა სომეხი სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების მკვლელობაში, წამებასა და სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებაში მონაწილეობას 10 ნოემბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგაც, გააგრძელა.
„სომხეთი სთხოვს სასამართლოს, დააკისროს აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ დარღვევებზე მომავალში ზიანის თავიდან ასაცილებლად და უკვე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად,” – ნათქვამია სარჩელში.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც გაეროს სასამართლოა, სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს აქვს თუ არა მას იურისდიქცია ამ საქმეზე.