LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლსაშიში Chevrolet–ების პატრონებს ურჩევენ, რომ სხვა ავტომობილებისგან მოშორებით დაპარკინგდნენ

40
chevroletvolt

კონცერნი General Motors Chevrolet Bolt–ის მფლობელებს ურჩევს, რომ თავისი მანქანა სხვა ავტომობილებიდან მინიმუმ 15,24 მეტრის მოშორებით გააჩერონ, ასევე მოერიდონ ფარეხებს და სხვა კონსტრუქციებს. მიზეზი ჯორჯიას შტატში აალებული ელექტროქარი გახდა. დეფექტიანმა ელემენტმა GM აიძულა, რომ უკან გამოწვევის კამპანიაც დაეწყო. ეს კამპანია 140 ათას Bolt–ს შეეხება და კონცერნს 1,8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

13 სექტემბერს ჯორჯიელმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს 2019 წლის Chevrolet Bolt, რომელიც ფარეხში ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე აალდა. როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, ავტომობილის მფლობელს ის უკვე გარეთ ჰყავდა გამოტანილი, რათა ცეცხლისგან სახლი მაინც გადაერჩინა. თუმცა, ხანძარმა გვერდით დაპარკინგებული პიკაპი Dodge Ram–ის განადგურება მაინც მოასწრო.

2020 წელს GM–მა Bolt–ების უკან გამოწვევის კამპანია არაერთხელ დააანონსა. მწარმოებელმა აკუმულატორის აალების რამდენიმე შემთხვევა დაადასტურა, თუმცა მედიას კიდევ უფრო ინფორმაცია აქვს. ზოგიერთი ინციდენტის შედეგად დაზიანდა ახლო–მახლოს გაჩერებული ავტომობილებიც, მაგალითად კალიფორნიის საკრამენტოში ცეცხლი Bolt–ის გვერდით მყოფ Maserati–ს და Hyundai–საც შეეხო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები