LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმალური სიჩქარის 30კმ/სთ–მდე შეზღუდვა კიდევ ორ ქალაქს შეეხო

77
e0f6b7dd7ee6c5348b3222167da488f80b7d5312

საფრანგეთი დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას აგრძელებს. მაქსიმალური სიჩქარის 30კმ/სთ–მდე შეზღუდვა ამჯერად ლიონის და ბორდოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნანტში, ლილიში, გრენობლსა და პარიზში, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50კმ/სთ–ს შეადგენდა. ჩინოვნიკები ამ ნაბიჯს უსაფრთხოების გაზრდის სურვილით ხსნიან, გარდა ამისა მავნე გამონაბოლქვიც საგრძნობლად მცირდება.

მუდმივად საცობების გამო დიდ ქალაქებში საშუალო სიჩქარე 20კმ/სთ–ს მაინც არ აჭარბებს და კანონში ცვლილება წესით, დიდი დისკომფორტის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ბორდოში ახალი წესი ძალაში 2022 წლის 1–ლი იანვრიდან შევა, ლიონში 1–ლი მარტიდან. გამონაკლისის სახით საფრანგეთის ხელისუფლება 50 კმ/სთ სიჩქარიან რეჟიმს შედარებით დიდ ქუჩებზე დატოვებს, მაგალითად ისე როგორც პარიზში, ელისეს მინდვრების შემთხვევაში მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g