LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს

114
1

დმანისში, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით დაპირისპირების დროს ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს.

ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და მისი ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, “ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დაჭრეს.

“სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი.

ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს, ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას.” – აცხადებს ოქრიაშვილი.

“ფორტუნა” მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g