LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს

162

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, საერთაშორისო და შიდა ბაზარზე ქვემო ქართლის ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში, შესაძლებელია უამრავი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება, მათ შორის ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g