LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლიდან 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, ქვეყანაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი

93
umushevroba-w-h

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

ამ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა.

ამავე საკითხზე საუბრობს საკუთარ მიმოხილვაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი აზიის განვითარების ბანკი. მისი ინფორმაციით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე. 2021 წლის პირველ კვარტალში, თითოეულმა მაჩვენებელმა 3%-ით მოიმატა და შესაბამისად 21.9% და 21.3% შეადგინა.

საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: უმუშევრების თითქმის ნახევარი, 34 წელზე უმცროსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g