LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი რეპუტაციული კომპანიის დაკარგვა და სტრატეგიული პროექტის შეჩერება, არასასრუველ შედეგებს მოუტანს ქვეყანას – შეფასება ENKA-ს გასვლაზე

99
956cefa962288b9d57eda38ebcf3264f

მაშინ როდესაც ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკა ისედაც რთულია, ასეთი რეპუტაციული კომპანიის დაკარგვა და სტრატეგიული პროექტის შეჩერება, არასასრუველ შედეგებს მოუტანს ქვეყანას, – ასე შეაფასა ინვესტორი კომპანია ENKA-ს გასვლა საქართველოდან, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა. მან საკითხზე გადაცემაში „საქმის კურსი“ ისაუბრა. როგორც აბრამიშვილი ამბობს, ინვესტორი კომპანიის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი

„ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოიწვია ინვესტორი. ეს ინვესტორის სურვილის გამო არ მომხდარა, ვერ შევძელით რომ ინვესტორს გაეგრძელებინა მშენებლობა, განეხორციელებინა $800 მილიონის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, დაესაქმებინა უამრავი ადამიანი და ეს საბოლოო ჯამში ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. ვფიქრობ, ის რომ დღესაც ჯერ კიდევ აკონტროლებს იმ ხეობას პროტესტის რამდენიმე მონაწილე, არის არასწორი. კანონი უნდა კანონობდეს. თუ კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს”, – განაცხადა აბრამიშვილმა.

ნამახვანჰესი აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამავე თემაზე გუშინვე გაკეთდა კომენტარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში. „ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება“, – აცხადებენ სამინისტროში. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ, წინასწარი შეტყობინება ნამდვილად მიიღო. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g