LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან, სპორტული ინტერესი მაქვს, გავიგო, ვინ იქნება სპიკერი, ვინც იტყვის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნა

66
ნიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ „სპორტული ინტერესი აქვს გავიგოს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ ის სპიკერი, რომელიც ჩაატარებს ბრიფინგს და საზოგადოებას ამცნობს, რომ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა მასზე კარგად იციან, რომ „შანსი არ აქვთ“, განწირულები არიან მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ წელს ოპოზიცია იმარჯვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და რომელიმე მათგანი იძულებული იქნება ჩაატაროს „ქართულ ოცნებაში“ და თქვას, რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით შეთანხმების მიერ განსაზღვრულ პროცენტთან და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს არ ვიცი, მაგრამ ჩემზე კარგად იციან რომ შანსი არ აქვთ.

არიან განწირულები მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. რატომ არ აღიარებენ ესეც გასაგებია, საკუთარი აქტივისტების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ ისინიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორია განწყობა ზედმიწევნით კარგად იციან. რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g