საქართველოში ბოლო მონაცემით, 24 საათში მხოლოდ 6 617 ადამიანი აცრა. იმუნიზაციის აქტივობის ტემპის შემცირებას საგანგაშოდ აფასებენ მედიკოსები.
სპეციალისტების პროგნოზით, თუ მოსახლეობის მასობრივი აცრა ვერ მოხერხდა, რესპირატორული ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად გართულდება სიტუაცია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას თქმით სხვადასხვა რესპირატორული ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსის აქტივობა შემოდგომის მეორე ნახევრიდან იწყება.
“ამ პერიოდში, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გვეყოლება ვაქცინირებული, გაჭირდება ვირუსების სიმპტომებით გარჩევა რაც ჰოსპიტლების გადატვირთვას გამოიწვევს” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ