LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკვირვებიხართ? კიბოს რომ დაამარცხებს ადამიანი რანაირად ლამაზია? ჩვეულებრივად ლამაზი არა, რაც დრო გადის გაზაფხულივით ისხამს სიცოცხლეს, აყვავილდება ხოლმე: მარიამ სირბილაძე

496
200967345-10223123703713958-3107887632165418407-n

მარიამ სირბილაძე, რომელმაც 33 წლის ასაკში სიმსივნე დაამარცხა ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის სიმსივნის დიაგნოზის შემდეგ გამოვლილ პერიოდზე ჰყვება.

“მკურნალობას რომ ვიწყებდი, მსოფლიოში ყველაზე მაგარმა ონკო-თერაპევტმა იდა პარისმა მითხრა, შეიცვლები, აღარ იქნები ისეთი, როგორიც ეხლა ხარ, თმასაც დაკაგავ და თვალებიც ჩაგიქრება დროებით, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, შენ დაიწყებ აყვავებას. ბავშვივით თავიდან დაიბადები, შენს ორგანიზმში ყველა ძველი უჯრედი მოკვდება და ახლები დაიბადება. შენი კანი და თმა იქნება მეტად ლამაზი, ვიდრე ახლა. ტუჩები უფრო წითელი, ვიდრე ახლა, თვალები უფრო წმინდა, ვიდრე ახლ . ეს ყველაფერი რომ დასრულდება, შენ იქნები 10 წლით ან მეტით ახალგაზრდა.

და აგიხდათ ყოველივე კარგი. 6 თვის განმავლობაში ვჭკნებოდი და მეგონა რომ იმ დღეს იდამ, რომელიც დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის სიტყვები დასამშვიდებლად მითხრა, იმ ნაცრისფერ ოთახში.

დაკვირვებიხართ? კიბოს რომ დაამარცხებს ადამიანი რანაირად ლამაზია? ჩვეულებრივად ლამაზი არა, რაც დრო გადის გაზაფხულივით ისხამს სიცოცხლეს, აყვავილდება ხოლმე.

ჩვენ, ადამიანებს საოცარი უნარი გვაქვს.. უჯრედული რეგენერაციის უნარი. ამიტომაც მჯერა, რომ ადამიანის გაჩენაში ღმერთის ხელი ურევია.

ქიმიოთერაპიის პერიოდში უჯრედული კვდომის შემდეგ, როცა ორგანიზმი თავიდან იწყებს ახალი, ჯანმრთელი უჯრედების გამომუშავებას, ჩვენ გაზაფხულივით ვიწყებთ აყვავებას.

ენძელები რომ ყინულს გაარღვევენ და თავმომწონედ ამოყოფენ ლამაზ თავებს, ისე იზრდება ჩვენი თმები.

მინდორში რომ ციცინათელები დაიწყებენ ციმციმს დაბინდებისას, ისე იწყებენ ციმციმს ჩვენი თვალები.

დილით, ქორფა ბალახს რომ დანამავს ცვარი ხავერდივით, ისეთია ჩვენი კან …

კი ,თავიდან ვიბადებით და კი, განსაკუთრებულად ლამაზები ვართ კიბოს შემდეგ.

მართლა ასეა და იდა მართალი იყო. არასდროს ვყოფილვარ ასე ლამაზი, ასე მშვიდი და ასე კმაყოფილი საკუთარი თავით.

კიბოს დამარცხებას მხოლოდ სიცოცხლე არ მოაქვს ჩვენთვის, სილამაზე მოაქვს, რამდენი მაგალითი მყავს იცით ირგვლივ? ეხლა ყველა რომ შევიკრიბოთ, თითები არ გვეყოფ …”, – წერს მარიამ სირბილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g