22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ არსენ ვენგერი ბოლოჯერ გავიდა „ემირეითზე“ ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელის რანგში. დამშვიდობებისას მისმა გუნდმა „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა.
სტადიონის შესასვლელთან უზარმაზარი სამადლობელი ბანერი – Merci Arsene -გამოფინეს, რომელზეც ფრანგის მოპოვებული ტიტულები იყო გამოსახული.
ვენგერს „არსენალში“ 10 დიდი გამარჯვება აქვს: 7 ინგლისის თასი და 3 ტროფეი პრემიერლიგაში (ერთ-ერთი ოქროსფრად გამოყვეს – დაუვიწყარი დაუმარცხებელი სეზონის აღსანიშნავად) და კიდევ ინგლისის 7 სუპერთასი.
მატჩის დაწყებამდე მსაჯებმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ვენგერისთვის დერეფანი მოაწყვეს.
Legend.
Watch LIVE 👉 https://t.co/4KJlfLdIj1#MerciArsène pic.twitter.com/8AhHHl3DuE
— Arsenal FC (@Arsenal) May 6, 2018
ყველაზე ემოციური ეპიზოდი ვენგერის ჰალსტუხს ეხება.
პატარა გულშემატკივარი სტადიონზე პლაკატით მივიდა: „არსენ, შეიძლება თქვენი ჰალსტუხი მაჩუქოთ?’. მუსიე არსენმა ბიჭი შეამჩნია და სურვილი აუსრულა.