LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დააკლო კალაძემ – რატომ დაინიშნა დედაქალაში მეორე ტური

376
77

არჩევნები დასრულდა, წინ მეორე ტური გველოდება. დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.

„მეგონა, პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“, ამბობს კახა კალაძე.

და იქვე გულდაწყვეტილი ამბობს, რომ შესაძლოა, რამე დააკლო და ვერ გააკეთა იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია.

“შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი… ბოდიში” – კალაძე მეორე ტურისთვის მზად არის

„ფორტუნა“ დაინტერესდა, ექსპერტების მოსაზრებით, რა დააკლო პირველივე ტურში გამარჯვების მიზანს კახა კალაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“ თბილისში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზებზე საუბრობს.

„შეიძლება, მართალია კალაძე და იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, რაღაც დააკლო. სასურველია, რომ უფრო მეტი მობილობა ჰქონოდა.

ბევრგან იყო და ბევრ რაიონს ესტუმრა, მაგრამ ასევე ბევრია რაიონი, სადაც ნამყოფი არაა და უშუალო კონტაქტი არ ჰქონია ხალხთან“. – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, რომელ უბანს მოაკლო ყურადღება, ექსპერტი პასუხობს.

„არის უბნები, სადაც მოსახლეობას აქვს პრეტენზიები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა ჭარბი მშენებლობა, ბეტონიზაცია…  ბევრია ასეთი უბანი.

ამ მშენებლობების ხაზი მერიაზე გადის. ასეთ უბნებთან მეტი კონტაქტი რომ ჰქონდეს, სასურველი იქნებოდა.

 

 

მეორე ტურის დანიშვნის მეორე მიზეზი, მთელ რიგ რაიონებში, სატრანსპორტო პრობლემებია.

რასაც მოკიდებს ხელს კალაძე, ალბათ მოაგვარებს. მაგრამ მერიისადმი პრეტენზია ამ უბნებში ვერ გამოთქვეს და შესაბამისად, იმ რაიონებში ხმები გადაიხარა სხვებისკენ“. – ამბობს ექსპერტი.

შესაძლოა,  თუ არა კალაძის პირველივე ტურში ვერგამარჯვება იყოს პანდემია.

 

 

„არც უამისობაა, მაგრამ მეორე მხრივ, პანდემია ერთნაირად გავრცელდებოდა ყველა პარტიაზე, თუმცა საკმაოდ მაღალი იყო მოსახლეობის აქტიურობა.

შეიძლება, სხვა პარტიების გულშემატკივრები უფრო თავდადებულები და რისკიანები იყვნენ, ვიდრე „ქართული ოცნების“ ან კახი კალაძის“.

 

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო თუ არა გარდამტეხი მომენტი არჩევნებისთვის

 

„მეეჭვება სააკაშვილის დაკავება მეორე ტურზე პირდაპირ აისახოს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის დაპატიმრებამ მობილიზაცია გაზარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მეორე მხრივ, შესაძლოა, მისმა დაკავებამ „ოცნების“ მომხრეები მოადუნა. ჩათვალეს, რომ პრობლემები გადაჭრილია. მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ეს ორი ძალა ერთმანეთით საზრდოობდა. რახან ერთი დააპატიმრეს, შეიძლება ამან გარკვეული პასიურობა გამოიწვია „ქართული ოცნების“ მომხრეები და ამის შედეგია მეორე ტური“. – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მეორე ტურში კალაძის შანსები

 

„ამ საკითხზე სულ მახსენდება სალომე ზურაბიშვილის არჩევნები. იქაც , როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდა შედეგით ზურაბიშვილის მონაცემებს, მოსახლეობამ იგრძნო, რომ არის რისკი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლებაში მოსვლის, მობილიზაცია მოახდინეს და „ნაციონალების“ საწინააღმდეგო შედეგი დაიდო.

10 წლის განმავლობაში 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალებს“, გამარჯვების საშუალება ქართულმა მოსახლეობამ არც ერთ დონეზე არ მისცა.

მგონი, იგივე მოხდება ახლაც“. – ამბობს რამას საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g