LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, ანალიზი სჭირდება, იქონია თუ არა შედეგებზე გავლენა სააკაშვილის ჩამოსვლამ – კალაძე

106
7654

ვფიქრობდი, რომ პირველსავე ტურში გავიმარჯვებდი, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც, პოლიტიკური მოვლენები შეიცვალა. არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

"შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი... ბოდიში" - კალაძე მეორე ტურისთვის მზად არის

მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები მიიღებენ, - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ის მზად არის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის.

კითხვაზე, იქონია თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენა, კალაძის თქმით, „ამას ანალიზი სჭიდება“.

„ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.

ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური იქნება, „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე. რამდენიმე ოლქია, სადაც მეორე ადგილზე “ქართული ოცნებაა“, თუმცა, მეორე ტურები გაიმართება და დაველოდოთ შედეგებს. 48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ არის დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანია. არ დავიწყებ წინასწარ მარჩიელობას ვინ გაერთიანდება, სად გაერთიანდება.

ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას, ამისთვის მზად და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში თბილისი მხარს დაგვიჭერს, მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მე გამიხარდებოდა, რომ არჩევნები პირველ ტურში დაგვემთავრებინა. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.  ერთადერთი პოლიტიკური პარტია არის „ქართული ოცნება“, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა და 48% მიიღო. ამისთვის ყველა მხარდამჭერს დიდი მადლობა“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g