LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები ცხადყოფს “ოცნების” შთამბეჭდავ გამარჯვებას – კობახიძე მანდატების გადანაწილებაზე

85
1

“ქართული ოცნების ” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატების გადანაწილებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, არჩევნების შედეგად, საკრებულოებში გადასანაწილებელი 2 068 მანდატიდან ყველაზე ბევრი – 1 331 მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მძრაობა” 109 მანდატით:

“ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2 068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 1 331 მანდატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 502, “საქართველოსთვის” – 109 მანდატი, “ლელო” – 27, “ევროპული საქართველო” – 18 მანდატი, “მესამე ძალა” – 8, “მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – 6, “პატრიოტთა ალიანსი” – 5, “ევროპელი სოციალისტები” – 4, “ლეიბორისტული პარტია” – 3, “სახალხო პარტია” – 3, “პროგრესი და თავისუფლება” – 2, “ანა დოლიძე ხალხისთვის” – 2, “მოქალაქეები” – 1, “გირჩი” – 1.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები ცხადყოფს “ოცნების” შთამბეჭდავ გამარჯვებას, – დასძინა “ოცნების” თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 საკრებულოს 2 068 წევრი აირჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g