LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ შეძლო თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევა, თუმცა მის მიერვე გამოცხადებულ რეფერენდუმში დამარცხდა – ლევან ალაფიშვილი

77
hrejrere

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.04% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას – 33.96%, გიორგი გახარიას კი 9.36%.

ხმების 100% დათვლილია: კალაძე 45.04%, მელია 33.96%, გახარია 9.36%

არჩევნების შედეგებზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ შეძლო თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევა, თუმცა რეფერენდუმში დამარცხდა.

„იმის გათვალისწინებთ, რომ ჯერ წინ მეორე ტური გველის, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგს მეტს ველი, თუმცა დღეისათვის რაც შეიძლება ვთქვათ მოკლედ, ერთი წინადადებით, შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ-ოპოზიციამ შეძლო თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევა, თუმცა მის მიერვე გამოცხადებულ რეფერენდუმში დამარცხდა.

შედეგებზე როცა ვსაუბრობთ უნდა გავიხსენოთ, რომ 2020 წელსაც საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციას ჰქონდა წარმატება, მხედველობაში მაქვს ის, რომ ბევრგან დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, უბრალოდ მაშინ მეორე ტურში აღარ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.

ასე რომ, დღესაც მეორე ტური გვაქვს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი არის, რომ საკრებულოების ნაწილში დაიწყო ე.წ გარდამავალი ეტაპი, რაც ნიშნავს არსებული მდგომარეობიდან, ასე ვთქვათ, გამონაკლისს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში, საკვანძო მუნიციპალიტეტებშიც კი, უმრავლესობა არ ექნება მმართველ პარტიას და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც, მაგალითად, თუნდაც საბიუჯეტო საკითხებში საკვანძო როლს თამაშობს მერთან ურთიერთობაში, იქნება არა მმართველი პარტიის.

წარმოიდგინეთ, ახლა კონფიგურაცია-ცენტრალური ხელისუფლება, ადგილზე საკრებულო არა მმართველი პარტიის და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ცენტრსა და მუნიციპალიტეტს შორის-არსებითად სხვაგვარი იქნება, მათ შორის ასეთ მუნიციპალიტეტებში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწევთ ხელახლა გააზრება დემოკრატიული მმართველობისა, იმისა, რომ ისინი ბრძოლის ველზე კი არ არიან, არამედ არიან არენაზე, სადაც უნდა შეძლონ კონსენსუსის მოპოვება ხალხის საკეთილდღეოდ, საკუთარი ამომრჩევლების საკეთილდღეოდ.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ გასული არჩევნების, 2020 წლის შემდგომ ამომრჩეველთა აქტიურობა არ იყო მაღალი. დაახლოებით, 200 000-ით ნაკლები მოვიდა ამ არჩევნებზე, ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციამ ამ არჩევნებს უწოდა რეფერენდუმი, გვახსოვს მიშელის დოკუმენტი და ეს პროცესი.

ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია: ეს არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის გაშვებული შესაძლებლობა იყო

რესურსების სრული მობილიზების მოლოდინი მქონდა პირადად მე და გულწრფელად, რომ გითხრათ, ეს 200 000 არმოსული ჩემთვის ნიშნავს, რომ რაღაც დააკლო ოპოზიციამ.

წარმოუდგენელია ერთი მხრივ ამბობდე, რომ ეს არის ჩემთვის მთავარი საკითხი და არაფერს არ აკეთებდე.

რაღაც ვერ იყო კარგად. პირველი შემთხვევა იყო ამ ტიპის თანამშრომლობისა, მაგრამ ყურადსაღებია, რომ სამომავლოდ ასეთი რაღაცები არ გადაითარგმნოს ამომრჩევლის იმედების გაცრუებაში.

აუცილებლად მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ ამ არჩევნებზე საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება ვერ ვიხილეთ, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი კვლავ პრობლემაა.

ეს არის იმის ბრალი, რომ ამდენი საჯარო მოხელე გვყავს. საჯარო სექტორში დასაქმებული დაახლოებთ 320 000 ადამიანი არის ყველა ხელისუფლების საარჩევნო ყულაბა-ხმები, რომელშიც ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვიხდით ფულს.

ამაზე დგას დღეს „ქართული ოცნება“, 2012 წლამდეც ეს სისტემა იყო, რომელსაც ეფუძნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“-აღნიშნა ალაფიშვილმა.

რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებამ, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ გავლენა მოახდინა მხოლოდ 2 პარტიის ამომრჩევლის „კრისტალიზაციაზე“.

„მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა მხრივ ამომრჩეველთა აქტივობაზეც არ მოუხდენია დიდი გავლენა, როგორც შედეგები ცხადყოფს.

იმიტომ, რომ კვლავ ვიმეორებ 200 000 ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე.“-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ანალიტიკოსმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა.

„სამართლებრივად, უკრაინის მოქალაქის უკრაინისთვის გადაცემის სამართლებრივი საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით, ქართული კანონმდებლობით, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო აქტებით, არსებობს.

გადამწყვეტი სიტყვა თვითონ მსჯავრდებულს ან დაკავებულს, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

მიხეილ სააკაშვილი: შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე - უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო ჩარევაზე წინასწარვე უარი განვაცხადე

თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემ ხალხს , მზად ვარ “ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც.”

მისი ნების და თანხმობის გარეშე ამ პროცესში პროგრესი ვერ იქნება და მხარეებს ძალიანაც რომ უნდოდეთ, იძულებითი წესით ეს ვერ განხორციელდება.

სამართლებირივი პრობლემა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. აქაც საკვანძო ფიგურა თვითონ მიხეილ სააკაშვილია და არა ორი სახელმწიფო და სახელმწიფოთა მეთაურები.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები იმ ტიპის ურთიერთობებია, (მოლდოვასთან ერთად, რა თქმა უნდა) რომელშიც დიდ როლს თამაშობს ერთიანობა ორი სახელმწიფოსი ევროასოცირების გზაზე, ევროპა ამ სამ სახელმწიფოს ერთიანობაში განიხილავს თავის ოჯახში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კონსულმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაფუჭება და გაციება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს. უკრაინა მაინც მიაღწევს თავისას, მაგრამ საქართველოს მხრიდან რაიმე შეცდომის დაშვება, შეიძლება განაპირობოს ის, რომ საქართველო მოცილდება, ჩაეხსნება უკრაინას ევროასოცირების გზაზე და ჩაეხუტება ჩვენს ჩრდილოელ „კეთილისმსურველს“, რაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანი არ არის.“-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია მომავალ მეორე ტურში მხარდაჭერას არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუცხადებს, ალაფიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გახარიასგან მოსალოდნელი იყო.

გახარიას პარტია არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერს

„გახარიას ეს განცხადება არ არის გასაკვირი, მოსალოდნელი იყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითონ გახარიას პარტიას რიგ მუნიციპალიტეტებში აქვს ის შედეგი, როდესაც მას შეიძლება თანამშრომბლობა მოუწიოს ერთთან ან მეორესთან, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, იქნება ოპოზიციური თუ „ქართული ოცნება“ სწორედ მათ მიერ წარდგენილ ინიციატივას საკრებულოში დაუჭიროს მხარი, შეიძლება თუნდაც პოლიტიკური მოლაპარაკების დროს საკრებულოს თავმჯდომარედაც ვიხილოთ მათი წარმომადგენელი.

გახარიას პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით ასეთია, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გახარია ითანამშრომლებს, მას მოუწევს თანამშრომლობა ერთ ან მეორე პოლიტიკურ ძალასთან.

ეს იყო სხვათა შორის გიორგი გახარიას გათვლაც, მას არ ჰქონდა პრეტენზია არც პირველ და არც მეორე ადგილზე, სამაგიეროდ, მისი სტრატეგია იყო ამ არჩევნებზე ჰქონოდა ისეთი შედეგები, როდესაც პირველზე ან მეორე ადგილზე გასულს, მეორე ტურებთან დაკავშირებით იქნებოდა, თუ საკრებულოსთან მიმართებაში, მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებები ვერ მიეღო.

ე.წ „ოქროს გასაღების“ ტაქტიკით ითამაშა და მე ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვის შექმნილია ეს პარტია, გარკვეულ შედეგს მიაღწია. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ შედეგს,“-აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g